1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა უფლება აქვს, შეუზღუდავად შეხვდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელს ან იმ ქვეყნის უფლებამოსილ დიპლომატიურ წარმომადგენელს, რომელიც საქართველოში მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას ითავსებს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა ან მოქალაქეობის არმქონე პირია, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს თავისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებასთან.

2. იმ სახელმწიფოს მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო დაწესებულება არ აქვს, უფლება აქვს, ურთიერთობა ჰქონდეს იმ სახელმწიფოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებასთან, რომელმაც მისი ინტერესების დაცვა საკუთარ თავზე აიღო, ან იმ სახელმწიფოთაშორის ორგანოსთან, რომელიც მის ინტერესებს იცავს.

3. დაწესებულება ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან.

4. შეხვედრა მიმდინარეობს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შეულახავად.

5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირი აკრძალულ ნივთებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.

6. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.

7. აკრძალული ნივთის დაწესებულებაში მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის პირად არასრულ შემოწმებას.

8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში.

9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისთვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.

10. ეპიდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურების ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, რაც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას, შეხვედრაზე მოსული პირის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ დებულების მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდე