1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კონტროლით, მიყურადების გარეშე.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება დაწესებულებიდან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან სატელეფონო საუბარი.
3. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეს უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ წარმოიშობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას.
4. დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრის რაოდენობა და ხანგრძლივობა განისაზღვრება იმ ტიპის/რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრობის კოდექსით დადგენილი უფლებებით, რა ტიპიც/რისკიც განესაზღვრა დეპარტამენტის დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში 3-ჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა. 2016 წლის 1 იანვრამდე ბრალდებული სატელეფონო საუბრით სარგებლობს მხოლოდ გამომძიებლის, პროკურორის ან სასამართლოს ნებართვი