აღნიშნული ხარჯების ანაზღაურების მიზნით დაუშვებელია დაქვითვა ინტერნირებულთათვის განკუთვნილი დახმარების თანხებიდან, ხელფასიდან ან მათთვის კუთვნილი სხვა თანხებიდან.

სახელმწიფო, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, ვალდებულია უზრუნველყოს იმ პირთა რჩენა, რომლებიც ინტერნირებულთა კმაყოფაზე იმყოფებიან, თუ მათ არ გააჩნიათ საკმარისი საარსებო საშუალებები ან არ შეუძლიათ საკუთარი თავის რჩენ