აღნიშნული პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საჭირო სამედიცინო დახმარებით.
მათ ასევე ექნებათ უფლება მიიღონ ისეთი სულიერი დახმარება, რომელიც მათთვის აუცილებელია.
ქალები უნდა მოთავსდნენ ცალკე სივრცეებში და იმყოფებოდნენ ქალთა პერსონალის უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.
არასრულწლოვანთა მიმართ გათვალისწინებული უნდა იქნეს მათთვის დამახასიათებელი სპეციალური რეჟიმი.
დაკავებულ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს უფლება აქვთ მოინახულონ მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატებმა 143-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად.
ასეთ პირებს უფლება აქვთ მიიღონ თვეში სულ მცირე ერთი ჰუმანიტარული დახმარების ამანათ