ნებისმიერ პირს, რომელსაც ოკუპანტი სახელმწიფო ბრალს უყენებს, ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება წერილობით მისთვის გასაგებ ენაზე, მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების დეტალური აღწერით და მისი საქმე, შეძლებისდაგვარად, უმოკლეს ვადაში განიხილება. მფარველ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ წარმოებული ყველა საქმე, რომელიც ეხება ბრალდებებს, რომელიც ისჯება სიკვდილით ან თავისუფლების აღკვეთით ორი ან მეტი წლის ვადით. მფარველ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს აქვს უფლება გაეცნოს ასეთი საქმეების მიმდინარეობას. გარდა ამისა, მფარველ სახელმწიფოს მოთხოვნის შემთხვევაში უფლება აქვს, მიეწოდოს ყველა მონაცემი ამგვარი საქმეებისა და ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ დაცვის ქვეშ მყოფ პირთა მიმართ წარმოებული ნებისმიერი სხვა საქმის შესახებ.
მფარველ სახელმწიფოს მოცემული მუხლის მეორე აბზაცში მითითებული შეტყობინება დაუყოვნებლივ ეგზავნება; ნებისმიერ შემთხვევაში მფარველმა სახელმწიფომ შეტყობინება უნდა მიიღოს საქმის მოსმენის დაწყებამდე სულ მცირე სამი კვირით ადრე. საქმის მოსმენა არ შეიძლება დაიწყოს, თუ არ დასტურდება, რომ ამ მუხლის დებულებები შესრულებულია. შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
a. ბრალდებულის შესახებ მონაცემები;
b. ინტერნირების ან პატიმრობის ადგილი;
c. ბრალდების ან ბრალდებათა დეტალური აღწერა (შესაბამის სისხლის სამართლის დებულებებზე მითითებით);
d. სასამართლოს დასახელება, რომელმაც საქმე უნდა განიხილოს;
e. საქმის პირველი მოსმენის ადგილი და თარიღ