არცერთი სასიკვდილო განაჩენი არ აღსრულდება სულ მცირე ექვსი თვის გასვლამდე იმ თარიღიდან, როდესაც მფარველი სახელმწიფო მიიღებს შეტყობინებას საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ადასტურებს ამ სასიკვდილო განაჩენს, ან შეწყალებაზე უარის შესახებ.

ცალკეულ შემთხვევებში, როდესაც განსაკუთრებული გარემოებების გამო საფრთხე ექმნება ოკუპანტი სახელმწიფოს ან მისი შეიარაღებული ძალების უშიშროებას, აღნიშნული ექვსთვიანი ვადა შეიძლება შემცირდეს, ამის შესახებ მფარველ სახელმწიფოს ყოველთვის ეცნობება. ასეთ შემთხვევაში მფარველ სახელმწიფოს უნდა მიეცეს საკმარისი დრო, რათა მიმართოს ოკუპანტი სახელმწიფოს კომპეტენტურ ხელისუფლებას ამ სასიკვდილო განაჩენთან დაკავშირები