ინტერნირების მთელი პერიოდის განმავლობაში ერთი ოჯახის წევრები, განსაკუთრებით მშობლები და შვილები, ერთად უნდა იყვნენ მოთავსებულნი ერთსა და იმავე ინტერნირების ადგილზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დროებითი განშორება აუცილებელია სამუშაოს, ჯანმრთელობის მდგომარეობის ან წინამდებარე ნაწილის IX თავის დებულებების შესრულების მიზნით. ინტერნირებულებს შეუძლიათ მოითხოვონ, რომ მათი შვილები, რომლებიც თავისუფლებაზე იმყოფებიან და მოკლებულნი არიან მშობლის მზრუნველობას, მათთან ერთად ინტერნირებულნი იქნენ.
შეძლებისდაგვარად, ერთი ოჯახის ინტერნირებული წევრები უნდა იყვნენ მოთავსებულნი ერთსა და იმავე შენობაში და განცალკევებულნი უნდა იყვნენ სხვა ინტერნირებულებისაგან, მათ უნდა მიეცეთ სათანადო პირობები ნორმალური ოჯახური ცხოვრების წარმართვისათვის.
ინტერნირების ადგილე