ნაგებობები სრულად უნდა იყოს დაცული ნესტისაგან, სათანადოდ უნდა თბებოდეს და ნათდებოდეს, განსაკუთრებით სიბნელის დადგომასა და განათების გამორთვის შორის პერიოდში. საძილე შენობები უნდა იყოს საკმარისად ტევადი და კარგად ნიავდებოდეს. ინტერნირებულებს უნდა ჰქონდეთ სათანადო საწოლები და საბნების საკმარისი რაოდენობა, კლიმატის, მათი ასაკის, სქესისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით.

ინტერნირებულებს დღე-ღამის განმავლობაში სარგებლობაში  უნდა ჰქონდეთ სანიტარიული დანადგარები, რომლებიც შეესაბამება ჰიგიენის მოთხოვნებს და მუდმივად სუფთა მდგომარეობაში ინახება. მათ უნდა მიეწოდოთ საკმარისი რაოდენობის წყალი და საპონი ყოველდღიური პირადი ჰიგიენისა და პირადი თეთრეულის გასარეცხად; ამ მიზნით, მათ უნდა მიეცეთ საჭირო მოწყობილობები და პირობები. მათთვის ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს საშხაპეები ან აბანოები. რეცხვისა და დასუფთავებისათვის უნდა განისაზღვროს საჭირო დრო.

იმ შემთხვევაში, როდესაც გამონაკლისის სახით დროებით საჭირო ხდება ინტერნირებული ქალების იმავე ინტერნირების ადგილზე მოთავსება მამაკაცებთან, რომლებიც მათი ოჯახის წევრები არ არიან, აუცილებელია მათთვის ცალკე საძინებლებისა და სანიტარიული დანადგარების უზრუნველყოფ