მშობიარე ქალები და ინტერნირებულები, რომლებიც მძიმედ არიან დაავადებულნი ან რომელთა მდგომარეობა მოითხოვს სპეციალურ მკურნალობას, ქირურგიულ ჩარევას ან ჰოსპიტალიზაციას, უნდა იქნენ მოთავსებულნი ნებისმიერ დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელია მათთვის სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფა და მათ უნდა მიიღონ ისეთი სამედიცინო დახმარება, რომელიც ხარისხით თანაბარია მოსახლეობისათვის გაწეულ სამედიცინო დახმარებასთან.

ინტერნირებულებს, უპირატესად, სამედიცინო დახმარებას გაუწევს მათივე ეროვნების სამედიცინო პერსონალი.

ინტერნირებულებს არ შეიძლება შეეზღუდოთ სამედიცინო პერსონალთან მიმართვის უფლება. სახელმწიფოს, რომლის ხელშიც ინტერნირებულები იმყოფებიან, სამედიცინო ორგანოები ვალდებულნი არიან, ინტერნირებულის მოთხოვნის შემთხვევაში გასცენ ოფიციალური ცნობა დაავადების ან დაზიანების ხასიათის, ჩატარებული მკურნალობის ხასიათისა და ხანგრძლივობის შესახებ. ამ ცნობის დუბლიკატი უნდა გაეგზავნოს 140-ე მუხლში მითითებულ ცენტრალურ სააგენტოს.

ინტერნირებულთა მკურნალობა, მათ შორის მათი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საჭირო ყველა მოწყობილობით უზრუნველყოფა, კბილის და სხვა ხელოვნური პროთეზებისა და სათვალეების ჩათვლით, უფასო