მუხლი 28🔗
სამხედრო ხომალდის ბორტზე საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში, ლაზარეთები უნდა სარგებლობდეს პატივისცემით და დაცვით, შეძლებისდაგვარად. ლაზარეთები და მათი აღჭურვილობა ექვემდებარება ომის კანონებს, თუმცა არ შეიძლება მათი თავისი დანიშნულებისგან განსხვავებული მიზნით გამოყენება მანამ, სანამ ისინი საჭიროა დაჭრილებისა და ავადმყოფებისათვის. თუმცა, მეთაურს, რომლის ხელშიც ისინი აღმოჩნდებიან, შეუძლია, უკიდურესი სამხედრო აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენოს ისინი სხვა მიზნებისთვის, იმ პირობით, რომ უზრუნველყოფილია იქ მყოფი დაჭრილებისა და ავადმყოფების სათანადო მოვლ