მხარეებს შეუძლიათ ხომალდზე დროებით დანიშნონ კომისარი, რომლის ერთადერთი მოვალეობა იქნება წინა პარაგრაფში მითითებულ დებულებათა საფუძველზე გაცემული ბრძანებების შესრულებაზე ზედამხედველობა.

შეძლებისდაგვარად, კონფლიქტის მონაწილე მხარეები ჰოსპიტალური ხომალდის ჟურნალში, ხომალდის მეთაურისთვის გასაგებ ენაზე, შეიტანენ მათ მიერ გაცემულ ბრძანებებს.

კონფლიქტის მონაწილე მხარეებს შეუძლიათ ცალმხრივი აქტით ან სპეციალური შეთანხმებით საკუთარ ჰოსპიტალურ ხომალდებზე განათავსონ ნეიტრალური დამკვირვებლები, რომლებიც დაადასტურებენ წინამდებარე კონვენციის დებულებათა ზედმიწევნით შესრულება