მუხლი 25🔗
ჰოსპიტალური ხომალდები, რომლებიც გამოიყენება წითელი ჯვრის ეროვნული საზოგადოებების, ოფიციალურად აღიარებული დახმარების საზოგადოებების ან კერძო პირების მიერ, სარგებლობენ სამხედრო ჰოსპიტალური ხომალდებისათვის მინიჭებული იმავე დაცვით და არ ექვემდებარებიან დაკავებას, იმ პირობით, რომ თავიანთი მთავრობის წინასწარი თანხმობითა და შესაბამისი კონფლიქტის მხარის ნებართვით ისინი თავს დაუქვემდებარებენ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარეს და რომ დაცულია 22-ე მუხლით გათვალისწინებული შეტყობინების მოთხოვნებ