სახელმწიფო, რომელსაც ეკუთვნის ეს პირი;
სამხედრო ნაწილის, პირადი ან სერიული ნომერი;
გვარი;
სახელი ან სახელები;
დაბადების თარიღი;
ყველა სხვა მონაცემი, რომელიც მითითებულია მის პირადობის მოწმობაში ან ამოსაცნობ მედალიონზე;
დატყვევების ან გარდაცვალების თარიღი და ადგილი;
მონაცემები დაჭრის, ავადმყოფობის ან გარდაცვალების მიზეზების შესახებ.
ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში უნდა გადაეცეს სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 122-ე მუხლით გათვალისწინებულ ცნობათა ბიუროს, რომელიც ამ ინფორმაციას მფარველი სახელმწიფოსა და სამხედრო ტყვეების საქმეთა ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით გადასცემს იმ სახელმწიფოს, რომელსაც ეს პირები ეკუთვნიან.
კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა მოამზადონ გარდაცვალების მოწმობები ან სათანადოდ დამოწმებული გარდაცვლილთა სიები და იმავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადასცენ. მათ ასევე უნდა შეაგროვონ და იმავე ბიუროს მეშვეობით ერთმანეთს გადასცენ ორმაგი ამოსაცნობი მედალიონის ნახევარი ან, თუ მედალიონი ერთმაგია, თვით მედალიონი, ანდერძები და სხვა დოკუმენტები, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ გარდაცვლილთა ოჯახისათვის, აგრეთვე ფული და ყველა ნივთი, რომელსაც აქვს მატერიალური ან სენტიმენტალური ღირებულება და რომელიც გარდაცვლილებთან იქნა ნაპოვნი. ეს ნივთები, აგრეთვე ამოუცნობი ნივთები, გადაიგზავნება დალუქულ ამანათებში, რომელთაც ერთვის განცხადება, რომელიც შეიცავს გარდაცვლილთა მესაკუთრეების ვინაობის დასადგენად საჭირო ყველა მონაცემს, აგრეთვე ამანათის შიგთავსის სრულ ნუსხა