ტყვედ ამყვან სახელმწიფოს სამხედრო ტყვეების გადაცემა შეუძლია მხოლოდ იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც არის კონვენციის მონაწილე მხარე და მას შემდეგ, რაც დამკავებელი სახელმწიფო დარწმუნდება, რომ მიმღებ სახელმწიფოს სურს და შეუძლია კონვენციის დებულებათა დაცვა. როდესაც ტყვეებს ამგვარი პირობების დაცვით გადასცემენ, კონვენციის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მათ მიმღებ სახელმწიფოს მანამ, სანამ ისინი მისი მზრუნველობის ქვეშ იქნებიან.
მიუხედავად ამისა, თუ ეს სახელმწიფო ვერ შეასრულებს კონვენციის დებულებებს რომელიმე მნიშვნელოვანი თვალსაზრისით, სახელმწიფომ, რომელმაც ტყვეები გადასცა, მფარველი სახელმწიფოსგან შეტყობინების მიღებისთანავე უნდა მიიღოს ეფექტიანი ზომები მდგომარეობის გამოსასწორებლად ან მოითხოვოს სამხედრო ტყვეების დაბრუნება. ამგვარი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდე