1. 43-ე მუხლით განსაზღვრული ნებისმიერი კომბატანტი მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრისას ხდება სამხედრო ტყვე.

2. მიუხედავად იმისა, რომ ყოველი კომბატანტი ვალდებულია დაიცვას შეიარაღებული კონფლიქტების დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის წესები, ამ წესების დარღვევა, არ ართმევს მას უფლებას, ითვლებოდეს კომბატანტად, ან მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრისას – სამხედრო ტყვედ, გარდა მე-3 და მე-4 პუნქტებში მითითებული შემთხვევებისა.

3. საბრძოლო მოქმედების შედეგებისაგან სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის ხელშესაწყობად, თავდასხმისას ან თავდასხმის მოსამზადებელ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის დროს კომბატანტებმა საკუთარი თავი უნდა გამოარჩიონ სამოქალაქო მოსახლეობისაგან. თუმცა, იმის აღიარებით, რომ შეიარაღებული კონფლიქტების დროს არსებობს სიტუაციები, როდესაც საბრძოლო მოქმედებების ხასიათიდან გამომდინარე, შეიარაღებულ კომბატანტს არ შეუძლია საკუთარი თავის ამგვარად გამორჩევა, იგი ინარჩუნებს კომბატანტის სტატუსს იმ პირობით, რომ ასეთ სიტუაციებში ის ღიად ატარებს იარაღს:

(ა) ყოველი სამხედრო ოპერაციის განმავლობაში, და

(ბ) იმ დროის განმავლობაში, როდესაც ის მოწინააღმდეგის თვალსაწიერის არეალშია, და როდესაც ის ჩართულია იმ სამხედრო განლაგებაში, რომელიც წინ უძღვის იმ თავდასხმის დაწყებას, რომელშიც ის მონაწილეობას მიიღებს.

ქმედებები, რომლებიც შეესაბამება ამ პუნქტის მოთხოვნებს, არ ჩაითვლება ვერაგულ ქმედებებად 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მნიშვნელობით.

4. მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრილ კომბატანტს, როცა ის ვერ აკმაყოფილებს მე-3 პუნქტის მეორე წინადადებაში განსაზღვრულ მოთხოვნებს, ერთმევა უფლება, ითვლებოდეს სამხედრო ტყვედ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, იგი სარგებლობს დაცვით, რომელიც ყველა თვალსაზრისით არის მესამე კონვენციითა და წინამდებარე ოქმით სამხედრო ტყვეებისთვის მინიჭებული დაცვის ეკვივალენტური. ეს დაცვა მოიცავს დაცვას, რომელიც ეკვივალენტურია იმ დაცვისა, რომელიც მესამე კონვენციით მინიჭებული აქვთ სამხედრო ტყვეებს იმ შემთხვევაში, როდესაც ასეთი პირი სამართლდება და ისჯება მის მიერ ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულისთვის.

5. მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრილი ნებისმიერი კომბატანტი, რომელიც მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ ხვდება მაშინ, როცა არ მონაწილეობს თავდასხმაში ან თავდასხმის მოსამზადებელ სამხედრო ოპერაციაში, მის მიერ მანამდე ჩადენილი ქმედებების გამო არ კარგავს უფლებას, ითვლებოდეს კომბატანტად და სამხედრო ტყვედ.

6. წინამდებარე მუხლი არ ზღუდავს ნებისმიერი პირის უფლებას, ითვლებოდეს სამხედრო ტყვედ მესამე კონვენციის მე-4 მუხლის შესაბამისად.

7. წინამდებარე მუხლი არ ისახავს მიზნად, შეცვალოს სახელმწიფოების ზოგადად მიღებული პრაქტიკა, რაც უკავშირდება კონფლიქტის მხარის რეგულარული, ფორმიანი შეიარაღებული შენაერთების შემადგენლობაში მყოფი კომბატანტების მიერ ფორმის ტარებას.

8. პირველი და მეორე კონვენციების მე-13 მუხლში მითითებულ პირთა კატეგორიებზე დამატებით, კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალების ყველა წევრს, როგორც ეს განსაზღვრულია წინამდებარე ოქმის 43-ე მუხლში, აქვთ ამ კონვენციებით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობის უფლება, თუ ისინი დაიჭრნენ ან ავად არიან, ან, მეორე კონვენციის შემთხვევაში მოყვნენ ზღვაში ან სხვა წყლებში ხომალდის დაღუპვაშ