1. აკრძალულია ვერაგობის გზით მოწინააღმდეგის მოკვლა, დაჭრა ან შეპყრობა. ვერაგობად ითვლება მოწინააღმდეგის ნდობის მოპოვება, რომელიც მას დააჯერებს, რომ შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის წესების თანახმად, მას აქვს დაცულად ყოფნის უფლება ან დაცვის მინიჭების ვალდებულება, რასაც თან ახლავს ასეთი ნდობის გაცრუების განზრახვა. ვერაგობის მაგალითებია:

(ა) ზავის ან დანებების დროშის ქვეშ მოლაპარაკების განზრახვის იმიტაცია;

(ბ) ჭრილობებით ან ავადმყოფობით გამოწვეული უუნარობის იმიტაცია;

(გ) სამოქალაქო ან არაკომბატანტის სტატუსის იმიტაცია, და

(დ) დაცული სტატუსის იმიტაცია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან ნეიტრალური ან სხვა სახელმწიფოების, რომლებიც არ არიან კონფლიქტის მხარეები, ნიშნების, ემბლემების ან უნიფორმების გამოყენებით.

2. საომარი ხრიკები არ არის აკრძალული. ასეთ ხრიკად ითვლება ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს მოწინააღმდეგის შეცდომაში შეყვანას ან მისი დაუდევარი მოქმედების წაქეზებას, რომელიც არ არღვევს შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის რომელიმე წესს და რომელიც არ არის ვერაგული, რადგან არ იწვევს მოწინააღმდეგის ნდობას, დაცული იყოს ამ სამართლის მიხედვით. ასეთი ხრიკების მაგალითებია: კამუფლაჟის, სატყუარების, ცრუ ოპერაციებისა და შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გამოყენებ