1. როგორც კი გარემოებები ამის შესაძლებლობას იძლევა, და ყველაზე გვიან – აქტიური საბრძოლო მოქმედებების დასრულებისთანავე, კონფლიქტის თითოეულმა მხარემ უნდა მოიძიოს პირები, რომლებიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ გამოცხადდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად. ასეთმა მოწინააღმდეგე მხარემ, ამგვარ პირთა ძიების გასაადვილებლად, უნდა გადასცეს ყველა საჭირო ინფორმაცია.
2. წინა პუნქტის შესაბამისად ინფორმაციის შეკრების გასაადვილებლად, კონფლიქტის თითოეული მხარე იმ პირების შესახებ, რომლებიც კონვენციებისა და წინამდებარე ოქმის თანახმად უფრო ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობენ:
(ა) მეოთხე კონვენციის 138-ე მუხლით გათვალისწინებული წესის შესაბამისად, უნდა აღრიცხოს ინფორმაცია იმ პირების შესახებ, რომლებიც საბრძოლო მოქმედებების ან ოკუპაციის შედეგად დაკავებული, დაპატიმრებული ან სხვა სახით თავისუფლებააღკვეთილი იყვნენ ორ კვირაზე მეტი ხნით, ან რომლებიც ამგვარი დაკავების დროს გარდაიცვალნენ;
(ბ) შესაძლებლობის ფარგლებში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თავად მოიძიოს აღნიშნული პირები და მათ შესახებ აღრიცხოს ინფორმაცია, თუ ისინი საბრძოლო მოქმედებების ან ოკუპაციის შედეგად გამოწვეული რაიმე სხვა გარემოებაში გარდაიცვალნენ.
3. ინფორმაცია პირველი პუნქტის თანახმად უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიჩნეული პირების შესახებ და მოთხოვნები ასეთი ინფორმაციისთვის უნდა გადაიცეს ან უშუალოდ, ან მფარველი სახელმწიფოს ან წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოძიების ცენტრალური სააგენტოს, ან წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებების მეშვეობით, როდესაც ინფორმაცია არ გადაიცემა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და მისი მოძიების ცენტრალური სააგენტოს მეშვეობით, კონფლიქტის თითოეულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ ასეთი ინფორმაცია ასევე გაეგზავნოს მოძიების ცენტრალურ სააგენტოს.
4. კონფლიქტის მხარეები უნდა შეეცადონ, რომ შეთანხმდნენ იმ ზომებზე, რაც საჭიროა საბრძოლო მოქმედებების არეალში გარდაცვლილთა მოძიების, ამოცნობისა და გამოყვანის ჯგუფებისთვის, რაც, შესაბამის შემთხვევაში მოიცავს ასეთი ჯგუფების მოწინააღმდეგე მხარის მიერ კონტროლირებად არეალებში ამ საქმიანობის შესრულებისას მოწინააღმდეგე მხარის პერსონალის მიერ თანხლებასთან დაკავშირებულ ზომებს. ასეთი ჯგუფების პერსონალი სარგებლობს პატივისცემითა და დაცვით ექსკლუზიურად ამ მოვალეობების შესრულების დრო