1. ნებისმიერ შეიარაღებულ კონფლიქტში, კონფლიქტის მხარეთა უფლება, აირჩიონ ომის წარმოების მეთოდები ან საშუალებები, არ არის შეუზღუდავი.
2. აკრძალულია ისეთი ხასიათის იარაღების, ჭურვების, მასალებისა და ომის წარმოების მეთოდების გამოყენება, რომლებიც იწვევს გადამეტებულ ზიანს ან არასაჭირო ტანჯვას.
3. აკრძალულია ომის წარმოების ისეთი მეთოდებისა და საშუალებების გამოყენება, რომლებიც მიზნად ისახავს ან რომელთაგან მოსალოდნელია ბუნებრივი გარემოს ფართომასშტაბიანი, გრძელვადიანი და სერიოზული დაზიანების გამოწვევ