1. აკრძალულია თავდასხმა პირზე, რომელიც აღიარებულია, ან რომელიც, გარემოებების გათვალისწინებით, აღიარებული უნდა იქნეს hors de combat პირად.

2. პირი ითვლება hors de combat პირად, თუ:

(ა) მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ იმყოფება;

(ბ) აშკარად გამოთქვამს დანებების სურვილს; ან

(გ) უგონოდაა ან დაჭრის თუ ავადმყოფობის მიზეზით სხვაგვარად წაერთვა უნარი, და შესაბამისად, არ შეუძლია თავის დაცვა;

მხოლოდ იმ პირობით, რომ ყველა აღნიშნულ შემთხვევაში იგი თავს იკავებს მტრული მოქმედებებისაგან და არ ცდილობს გაქცევას.

3. როდესაც სამხედრო ტყვეების დაცვით სარგებლობის უფლების მქონე პირები მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ აღმოჩნდებიან ბრძოლის უჩვეულო პირობებში,  რაც ხელს უშლის მათ ევაკუაციას, როგორც ეს გათვალისწინებულია მესამე კონვენციის III ნაწილის I ნაწილში, ისინი უნდა გათავისუფლდნენ და მიღებული უნდა იქნეს სიფრთხილის ყველა შესაძლებელი ზომა მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნი