1. კონფლიქტის მხარის შეიარაღებული ძალები შედგება ყველა ორგანიზებული შეიარაღებული ძალის, ჯგუფის ან შენაერთისაგან, რომელთაც მეთაურობს ამ მხარის წინაშე მის დაქვემდებარებულთა მოქმედებაზე პასუხისმგებელი პირი, იმ შემთხვევაშიც, როცა ეს მხარე წარმოდგენილია მთავრობით ან ხელისუფლებით, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე არ ცნობს. ამგვარი შეიარაღებული ძალები უნდა ემორჩილებოდნენ შიდა დისციპლინურ სისტემას, რომელმაც, inter alia, უნდა უზრუნველყოს შეიარაღებული კონფლიქტის დროს მოქმედი საერთაშორისო სამართლის წესების დაცვა.
2. კონფლიქტის მხარის შეიარაღებულ ძალების წევრები (სამედიცინო პერსონალისა და კაპელანების გამოკლებით, რომლებზეც ვრცელდება მესამე კონვენციის 33-ე მუხლი) არიან კომბატანტები, ანუ მათ აქვთ საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობის უფლება.
3. როდესაც კონფლიქტის მხარე თავის შეიარაღებულ ძალების შემადგენლობაში ჩართავს გასამხედროებულ ან შეიარაღებულ სამართალდამცავ უწყებას, მან ამის შესახებ უნდა აცნობოს კონფლიქტის სხვა მხარეებ