1. მოწინააღმდეგე მხარის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრილი, სამხედრო მოქმედებაში მონაწილე პირი ითვლება სამხედრო ტყვედ და, შესაბამისად, სარგებლობს მესამე კონვენციის დაცვით, თუ იგი ითხოვს სამხედრო ტყვის სტატუსს, ან თუ ჩანს, რომ მას აქვს ამ სტატუსის ფლობის უფლება, ან თუ მხარე, რომელზეც ის დამოკიდებულია, მისი სახელით ითხოვს ამ სტატუსის მინიჭებას დამკავებელი ან მფარველი სახელმწიფოსთვის შეტყობინების გაგზავნის გზით. თუ წარმოიქმნება ეჭვი იმის შესახებ, აქვს თუ არა ასეთ პირს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება, მას ეს სტატუსი უნარჩუნდება და, შესაბამისად, დაცული იქნება მესამე კონვენციითა და წინამდებარე ოქმით მანამ, სანამ მის სტატუსს დაადგენს კომპეტენტური ტრიბუნალი.

2. მოწინააღმდეგის ძალაუფლების ქვეშ მოხვედრილ პირს, რომელიც სამხედრო ტყვის სახით არ არის დაკავებული და რომელიც უნდა გასამართლდეს საბრძოლო მოქმედებების დროს ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, უფლება აქვს, სასამართლო ტრიბუნალის წინაშე მოითხოვოს მისთვის სამხედრო ტყვის სტატუსის მინიჭება და აღნიშნული საკითხის განხილვა. როცა ეს შესაძლებელია მოქმედი პროცედურის მიხედვით, განხილვა უნდა გაიმართოს ამ სამართალდარღვევისთვის გასამართლებლამდე. მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს აქვთ საქმის განხილვაზე დასწრების უფლება, თუ, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გამონაკლისის სახით, სხდომა არ ტარდა in camera. ამის შესახებ დამკავებელმა სახელმწიფომ სათანადოდ უნდა აცნობოს მფარველ სახელმწიფოს.

3. ნებისმიერ პირს, რომელიც საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდა, რომელსაც არ აქვს სამხედრო ტყვის სტატუსის ფლობის უფლება და მეოთხე კონვენციის შესაბამისად უფრო ხელსაყრელი მოპყრობით არ სარგებლობს, ყველა შემთხვევაში აქვს წინამდებარე ოქმის 75-ე მუხლით გათვალისწინებული დაცვით სარგებლობის უფლება. ნებისმიერ ასეთ პირს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თუ ის ჯაშუშობისათვის არ არის დაკავებული, მეოთხე კონვენციის მე-5 მუხლის მიუხედავად, შეუძლია ისარგებლოს ამ კონვენციით მინიჭებული კომუნიკაციის უფლები