1. სამოქალაქო პირად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც არ ეკუთვნის მესამე კონვენციის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის (1), (2), (3) და (6) პუნქტებში, აგრეთვე წინამდებარე ოქმის 43-ე მუხლში მითითებულ პირთა კატეგორიებს. ეჭვის არსებობის შემთხვევაში, არის თუ არა ესა თუ ის პირი სამოქალაქო პირი, იგი ითვლება სამოქალაქო პირად.
2. სამოქალაქო მოსახლეობა შედგება ყველა პირისგან, რომელიც არის სამოქალაქო პირი.
3. სამოქალაქო მოსახლეობაში იმ ცალკეულ პირთა ყოფნა, რომლებიც სამოქალაქო პირის განსაზღვრებაში არ ხვდებიან, ამ მოსახლეობას არ ართმევს სამოქალაქო ხასიათ