1. სამოქალაქო ობიექტი არ უნდა იყოს თავდასხმის ან რეპრესალიის ობიექტი. სამოქალაქოა ყველა ობიექტი, რომელიც არ წარმოადგენს მე-2 პუნქტით განსაზღვრულ სამხედრო ობიექტს.
2. თავდასხმა მკაცრად უნდა შემოიფარგლოს სამხედრო ობიექტებით. რამდენადაც საკითხი ეხება ობიექტებს, სამხედრო ობიექტები შემოიფარგლება იმ ობიექტებით, რომლებსაც თავისი ხასიათით, განლაგებით, დანიშნულებით ან გამოყენებით ეფექტური წვლილი შეაქვს სამხედრო მოქმედებაში და რომელთა სრული ან ნაწილობრივი განადგურება, დაკავება ან ნეიტრალიზება, იმ მომენტში არსებულ გარემოებებში, იძლევა სამხედრო უპირატესობას.
3. ეჭვის შემთხვევაში გამოიყენება თუ არა ობიექტი, რომელიც ჩვეულებრივ სამოქალაქო დანიშნულებისაა, როგორიცაა ღვთისმსახურების ადგილი, სახლი ან სხვა საცხოვრებელი ან სკოლა, სამხედრო მოქმედებებში ეფექტური წვლილის შეტანის მიზნით, ჩაითვლება, რომ ის ამ მიზნით არ გამოიყენებ