1. სახიფათო ძალის შემცველი დანადგარები და ნაგებობები, კერძოდ კაშხლები, დამბები და ბირთვული ელექტროსადგურები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი, მაშინაც კი, როცა ისინი სამხედრო ობიექტებს წარმოადგენს, თუკი თავდასხმა გამოიწვევს სახიფათო ძალების გამოთავისუფლებას და, შესაბამისად, მნიშვნელოვან მსხვერპლს სამოქალაქო მოსახლეობაში. ამ დანადგარებსა ან ობიექტებში, ან მათ მახლობლად განლაგებული სხვა სამხედრო ობიექტები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი, თუ ამგვარმა თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს დანადგარებიდან ან ნაგებობებიდან სახიფათო ძალების გამოთავისუფლება და ამით გამოწვეული მნიშვნელოვანი მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.
2. თავდასხმებისაგან პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული დაცვა წყდება:
(ა) კაშხლებისა და დამბების მიმართ, როცა მათ იყენებენ ნორმალური ფუნქციონირებისაგან განსხვავებული სახით და სამხედრო ოპერაციების რეგულარული, არსებითი და პირდაპირი მხარდაჭერისათვის და თუ ასეთი თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა;
(ბ) ბირთვული ელექტროსადგურების მიმართ, თუ ისინი ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ სამხედრო ოპერაციების რეგულარული, არსებითი და პირდაპირი მხარდაჭერისათვის და თუ ასეთი თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა;
(გ) ამ დანადგარებში ან ნაგებობებში, ან მათ მახლობლად განლაგებული სხვა სამხედრო ობიექტების მიმართ, თუ ისინი გამოიყენება საომარი ოპერაციების რეგულარული, არსებითი და პირდაპირი მხარდაჭერისათვის და თუ ასეთი თავდასხმა ამგვარი მხარდაჭერის შეწყვეტის ერთადერთი პრაქტიკულად შესაძლებელი საშუალებაა.
3. ყველა შემთხვევაში სამოქალაქო მოსახლეობა და ცალკეული სამოქალაქო პირები განაგრძობენ საერთაშორისო სამართლით მათთვის მინიჭებული სრული დაცვით სარგებლობას, 57-ე მუხლით გათვალისწინებული სიფრთხილის ღონისძიებებით დაცვის ჩათვლით. თუ წყდება დაცვა ან თავს ესხმიან პირველ პუნქტში მითითებულ რომელიმე დანადგარს, ნაგებობას ან სამხედრო ობიექტს, მაშინ მიღებული იქნება სიფრთხილის ყველა პრაქტიკული ღონისძიება სახიფათო ძალების გამოთავისუფლების თავიდან ასაცილებლად.
4. აკრძალულია პირველ პუნქტში მითითებული რომელიმე დანადგარის, ნაგებობის ან სამხედრო ობიექტის რეპრესალიების ობიექტად გადაქცევა.
5. კონფლიქტის მხარეები უნდა შეეცადონ, რომ თავიდან აიცილონ პირველ პუნქტში მითითებული დანადგარების ან ნაგებობების მახლობლად რაიმე სამხედრო ობიექტის განლაგება. მიუხედავად ამისა, დასაშვებია ისეთი ნაგებობების აგება, რომელთა ერთადერთ მიზანს წარმოადგენს დაცული დანადგარების ან ნაგებობების თავდასხმისგან დაცვა. თავის მხრივ, ასეთი ნაგებობები არ უნდა გახდეს თავდასხმის ობიექტი იმ პირობით, რომ ისინი არ გამოიყენება საბრძოლო მოქმედებების წარმოებისათვის, საიდანაც გამონაკლისია დაცული დანადგარების ან ნაგებობების წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებზე რეაგირება, და რომ მათი შეიარაღება შემოიფარგლება მხოლოდ იმ იარაღით, რომელსაც შეუძლია მხოლოდ დაცული ობიექტების ან დანადგარების წინააღმდეგ მიმართული მტრული ქმედებების მოგერიება.
6. მაღალ ხელშემკვრელ მხარეებს და კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ მათ შორის სხვა შეთანხმებათა დადებას, რათა სახიფათო ძალის შემცველი ობიექტებისთვის უზრუნველყონ დამატებითი დაცვა.
7. წინამდებარე მუხლით დაცული ობიექტების ამოცნობის გასაადვილებლად, კონფლიქტის მხარეებს შეუძლიათ მათი აღნიშვნა სპეციალური ნიშნით – ერთ ღერძზე განლაგებული სამი ღია ნარინჯისფერი წრის ჯგუფით, როგორც ეს მითითებული წინამდებარე ოქმის I დანართის მე-16 მუხლში. ამგვარი ნიშნის არქონა კონფლიქტის მხარეებს არავითარ შემთხვევაში არ ათავისუფლებს წინამდებარე მუხლით დაკისრებული ვალდებულებებისაგან.
სიფრთხილის ღონისძიებე