წინამდებარე ოქმის მიზნებისათვის:

(ა) „სამოქალაქო თავდაცვა“ არის ზოგიერთი ან ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ჰუმანიტარული ამოცანის შესრულება, რომელთა მიზანია სამოქალაქო მოსახლეობის საფრთხისგან დაცვა და მათი დახმარება საბრძოლო მოქმედებების ან კატასტროფების უშუალო შედეგების დაძლევაში და მათი გადარჩენისთვის აუცილებელი პირობების შექმნა. ეს ამოცანებია:

(i) გაფრთხილება;

(ii) ევაკუაცია;

(iii) თავშესაფრების მართვა;

(iv) შუქშენიღბვის ღონისძიებების მართვა;

(v) სამაშველო ღონისძიებები;

(vi) სამედიცინო მომსახურება, მათ შორის, გადაუდებელი და რელიგიური დახმარება;

(vii) ხანძართან ბრძოლა;

(viii) სახიფათო არეალების აღმოჩენა და აღნიშვნა;

(ix) გაუსნებოვნება და მსგავსი დაცვითი ღონისძიებები;

(x) საგანგებო თავშესაფრითა და მარაგებით უზრუნველყოფა;

(xi) გადაუდებელი დახმარების გაწევა განსაცდელის არეალებში წესრიგის აღდგენასა და შენარჩუნებაში;

(xii) აუცილებელ კომუნალურ მომსახურებათა გადაუდებელი აღდგენა;

(xiii) ცხედართა გადაუდებელი დაკრძალვა;

(xiv) საარსებოდ აუცილებელი ობიექტების დაცვაში დახმარების გაწევა;

(xv) ნებისმიერი ზემოაღნიშნული ამოცანის განსახორციელებლად აუცილებელი დამატებითი საქმიანობა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება დაგეგმარებითა და ორგანიზებით;

(ბ) „სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციები“ აღნიშნავს იმ დაწესებულებებსა და სხვა ორგანიზებულ დანაყოფებს, რომლებიც კონფლიქტის მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერაა შექმნილი ან უფლებამოსილი (ა) ქვეპუნქტში მითითებული ნებისმიერი ამოცანის შესასრულებლად და რომლებიც მხოლოდ ამ მიზნით გამოიყენება;

(გ) სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციების „პერსონალი“ აღნიშნავს კონფლიქტის მხარის მიერ მხოლოდ (ა) ქვეპუნქტში მითითებული ამოცანების შესასრულებლად დანიშნულ პირებს, კონფლიქტის მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ ამგვარი ორგანიზაციების ხელმძღვანელობისათვის დანიშნული პირების ჩათვლით;

(დ) სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციების „მატერიალური რესურსები“ აღნიშნავს ამ ორგანიზაციის მიერ (ა) ქვეპუნქტში მითითებული ამოცანების შესასრულებლად გამოყენებულ აღჭურვილობას, მასალასა და სატრანსპორტო საშუალებებ