1. სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციები და მათი პერსონალი წინამდებარე ოქმის, განსაკუთრებით კი წინამდებარე ნაწილის დებულებათა შესაბამისად, სარგებლობენ პატივისცემითა და დაცვით. იმპერატიული სამხედრო აუცილებლობის შემთხვევების გარდა, ისინი უფლებამოსილნი არიან, შეასრულონ სამოქალაქო თავდაცვასთან დაკავშირებული მათთვის დაკისრებული ამოცანები.
2. პირველი პუნქტის დებულებები გამოიყენება იმ სამოქალაქო პირების მიმართაც, რომლებიც, მართალია, არ არიან სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები, მაგრამ კომპეტენტური ორგანოების მოწოდებით და მათი კონტროლის ქვეშ ახორციელებენ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებს.
3. სამოქალაქო თავდაცვისათვის გამოყენებულ შენობებსა და მატერიალურ რესურსებზე, ასევე სამოქალაქო მოსახლეობისათვის განკუთვნილ თავშესაფრებზე ვრცელდება 52-ე მუხლის მოქმედება. სამოქალაქო თავდაცვისათვის გამოყენებული ობიექტების განადგურება ან არადანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლია მხოლოდ იმ მხარეს, რომელსაც ისინი ეკუთვნი