1. 62-ე, 63-ე, 65-ე და 66-ე მუხლების დებულებები გამოიყენება ნეიტრალური ან კონფლიქტის არამხარე სხვა სახელმწიფოების სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების პერსონალისა და მატერიალური რესურსების მიმართ, რომლებიც კონფლიქტის მხარის ტერიტორიაზე მისი თანხმობით და კონტროლით ასრულებს 61-ე მუხლში მითითებულ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანებს. ნებისმიერ დაინტერესებულ მოწინააღმდეგე მხარეს შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში უნდა ეცნობოს ამგვარი დახმარების გაწევის შესახებ. ეს საქმიანობა არავითარ შემთხვევაში არ ჩაითვლება კონფლიქტში ჩარევად. თუმცა, ამასთანავე, ეს საქმიანობა უნდა განხორციელდეს კონფლიქტის დაინტერესებული მხარეების უსაფრთხოების ინტერესების სათანადო გათვალისწინებით.
2. კონფლიქტის მხარეები, რომლებიც პირველ პუნქტში მითითებულ დახმარებას იღებენ, და ამგვარი დახმარების ნებართვის გამცემი მაღალი ხელშემკვრელი მხარეები, საჭიროების შემთხვევაში ხელს შეუწყობენ სამოქალაქო თავდაცვის სფეროში ამგვარი საქმიანობის საერთაშორისო კოორდინაციას. ასეთ შემთხვევებში შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებზე ვრცელდება წინამდებარე თავის დებულებები.
3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია გამორიცხოს ან შეზღუდოს ნეიტრალური ან კონფლიქტის არამხარე სხვა სახელმწიფოების სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების და საერთაშორისო კოორდინაციის ორგანიზაციების საქმიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას შეუძლია სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების სათანადო შესრულების უზრუნველყოფა შეუძლია საკუთარი ან ოკუპირებული ტერიტორიის რესურსებიდა