1. კონფლიქტის თითოეულმა მხარე უნდა ეცადოს, რომ მიიღოს ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მისი სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების, მათი პერსონალის, შენობებისა და მატერიალური რესურსების ამოცნობას, როცა ისინი განკუთვნილია მხოლოდ სამოქალაქო თავდაცვის ამოცანების შესრულებისთვის. ასევე, ამგვარად ამოცნობადი უნდა იყოს სამოქალაქო მოსახლეობისათვის განკუთვნილი თავშესაფრები.
2. კონფლიქტის თითოეულმა მხარემ ასევე უნდა ეცადოს, რომ მიიღოს და გამოიყენოს მეთოდები და პროცედურები, რომლებიც იძლევა სამოქალაქო თავშესაფრების, ასევე სამოქალაქო თავდაცვის პერსონალის, შენობებისა და მატერიალური რესურსების ამოცნობის შესაძლებლობას, მათზე სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნის გამოსახვით.
3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე და იმ არეალებში, სადაც მიმდინარეობს ან შეიძლება დაიწყოს ბრძოლები, სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო პერსონალი ამოიცნობა სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნითა და მათი სტატუსის დამადასტურებელი პირადობის მოწმობით.
4. სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშანია ნარინჯისფერ ფონზე გამოსახული ტოლგვერდა ლურჯი სამკუთხედი, როცა ის სამოქალაქო თავდაცვის სამოქალაქო ორგანიზაციების, პერსონალის, შენობებისა და მატერიალური რესურსების, ასევე სამოქალაქო თავშესაფრების დასაცავად გამოიყენება.
5. სამოქალაქო თავდაცვის ამოცნობის მიზნებისათვის კონფლიქტის მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ განმასხვავებელი ნიშნებისგან განსხვავებული განმასხვავებელი სასიგნალო ნიშნების გამოყენებაზე.
6. პირველი - მე-4 პუნქტების დებულებათა გამოყენება მოწესრიგებულია წინამდებარე ოქმის I დანართის V თავით.
7. სამოქალაქო თავდაცვის ამოცნობის მიზნებისათვის, კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების თანხმობით, მე-4 პუნქტში მითითებული განმასხვავებელი ნიშნებით სარგებლობა შესაძლებელია მშვიდობიან დროს.
8. მაღალმა ხელშემკვრელმა მხარეებმა და კონფლიქტის მხარეებმა უნდა მიიღონ აუცილებელი ზომები სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო განმასხვავებელი ნიშნის გამოყენებისადმი კონტროლისა და მისი ბოროტად გამოყენების აღკვეთის ან თავიდან აცილების უზრუნველყოფის მიზნით.
9. სამოქალაქო თავდაცვის სამედიცინო და რელიგიური პერსონალის, სამედიცინო დანაყოფებისა და სამედიცინო სატრანსპორტო საშუალებების ამოცნობა ასევე მოწესრიგებულია მე-18 მუხლი