1. მეოთხე კონვენციის 55-ე მუხლში მითითებული ვალდებულებების გარდა, რომელიც სურსათითა და მედიკამენტებით მომარაგებას შეეხება, ოკუპანტმა სახელმწიფომ მის ხელთ არსებული საშუალებების მაქსიმალურად გამოყენების გზით და ყოველგვარი საზიანო განსხვავების გარეშე უნდა უზრუნველყოს ტანისამოსის, საძილე ინვენტარის, თავშესაფრის საშუალებებისა და ოკუპირებული ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობის გადარჩენისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა მარაგის, ასევე რელიგიური მსახურების ჩატარებისათვის აუცილებელი ნივთების მიწოდება.
2. ოკუპირებული ტერიტორიის სამოქალაქო მოსახლეობის დახმარების ღონისძიებები მოწესრიგებულია მეოთხე კონვენციის 59-ე, მე-60, 61-ე, 62-ე, 108-ე, 109-ე, 110-ე და 111-ე მუხლებითა და წინამდებარე ოქმის 71-ე მუხლით და უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლი