ოკუპანტმა სახელმწიფომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სურსათის მარაგის ან სხვა საგნების, აგრეთვე სანიტარიული საშუალებების იძულებითი ჩამორთმევა შეიძლება განახორციელოს მხოლოდ საოკუპაციო ჯარისა და ადმინისტრაციის საჭიროებებისათვის და მხოლოდ იმ პირობით, რომ გათვალისწინებული იქნება სამოქალაქო მოსახლეობის მოთხოვნილებები. სხვა საერთაშორისო კონვენციების დებულებათა დაცვით, ოკუპანტმა სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა საჭირო ზომა იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყოველგვარი ასეთი ჩამორთმევა სამართლიანად ანაზღაურდეს.

მფარველ სახელმწიფოს, გადაუდებელი სამხედრო მოთხოვნებით გამოწვეული დროებითი შეზღუდვების გათვალისწინებით, უფლება აქვს ნებისმიერ დროს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, შეამოწმოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სურსათითა და სანიტარიული საშუალებებით მომარაგების მდგომარეობ