თუ ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიქმნება ახალი საავადმყოფოები და ოკუპირებული სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები ამ ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებენ, საოკუპაციო ხელისუფლებამ, საჭიროების შემთხვევაში, ეს საავადმყოფოები მე-18 მუხლის შესაბამისად უნდა აღიაროს. ამავე გარემოებებში, მე-20 და 21-ე მუხლების დებულებათა შესაბამისად, ოკუპანტმა ხელისუფლებამ უნდა აღიაროს საავადმყოფოთა პერსონალი და სატრანსპორტო საშუალებები.
ოკუპანტმა სახელმწიფომ ჯანდაცვისა და ჰიგიენის სფეროში ღონისძიებათა მიღებისა და განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობის მორალური და ეთიკური მოთხოვნებ