ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია სამოქალაქო საავადმყოფოების დროებითი გამოყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ამას დაჭრილი და ავადმყოფი სამხედრო მოსამსახურეების მოვლის უკიდურესი აუცილებლობა მოითხოვს და იმ პირობით, რომ ამ საავადმყოფოებში მოთავსებული ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის, აგრეთვე სამოქალაქო მოსახლეობის ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები დროულად იქნება მიღებული.
სამოქალაქო საავადმყოფოების ქონებისა და მარაგების იძულებითი ჩამორთმევა დაუშვებელია, სანამ ისინი აუცილებელია სამოქალაქო მოსახლეობის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.