თუმცა ოკუპანტ სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული ოკუპირებული რაიონის მთლიანი ან ნაწილობრივი ევაკუაცია, თუ ეს განპირობებულია მოსახლეობის უსაფრთხოებით ან გადაუდებელი სამხედრო მოსაზრებებით. ასეთი ევაკუაციის დროს დაცვის ქვეშ მყოფი პირების გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიის ფარგლებში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს პრაქტიკულად შეუძლებელია. ამგვარად ევაკუირებული პირები საომარი მოქმედებების დასრულებისთანავე დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ ადგილებს.

ასეთი გადაადგილებების ან ევაკუაციის განხორციელებისას ოკუპანტმა სახელმწიფომ, შესაძლებლობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს დაცვის ქვეშ მყოფი პირები სათანადო საცხოვრებელი პირობებით. ეს გადაადგილებები უნდა განხორციელდეს უსაფრთხოების, ჰიგიენის, ჯანმრთელობისა და კვების თვალსაზრისით დამაკმაყოფილებელ პირობებში. დაუშვებელია ერთი ოჯახის წევრთა განცალკევება.

ნებისმიერი გადაადგილების ან ევაკუაციის შესახებ მფარველ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ.

ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავება განსაკუთრებით სახიფათო რაიონში, თუ ამას არ მოითხოვს მოსახლეობის უსაფრთხოება ან გადაუდებელი სამხედრო მოსაზრებები.

ოკუპანტ სახელმწიფოს არ შეუძლია საკუთარი სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილის დეპორტირება ან გადაყვანა მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზ