თუ დაინტერესებულ დაცვის ქვეშ მყოფ პირებს საწინააღმდეგო არაფერი აქვთ, დამკავებელმა სახელმწიფომ შეძლებისდაგვარად სწრაფად უნდა აცნობოს მფარველ სახელმწიფოს ინტერნირებული ან საცხოვრებელ ადგილზე იძულებითი ყოფნის ქვეშ მყოფი ყველა პირის სახელები, აგრეთვე იმ პირთა სახელები, რომლებიც გათავისუფლდნენ ინტერნირებიდან ან საცხოვრებელ ადგილზე იძულებითი ყოფნიდან. წინამდებარე მუხლის პირველ აბზაცში მითითებული სასამართლოების ან ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებებიც მფარველ სახელმწიფოს უნდა ეცნობოს ასევე სწრაფად და იმავე პირობების დაცვი