თუ დაცვის ქვეშ მყოფი პირები მოწინააღმდეგე მხარის მოქალაქეები არიან, ისინი შეიძლება აიძულონ შეასრულონ ისეთი სამუშაო, რომელიც აუცილებელია მოსახლეობის საკვებით, საცხოვრებლით, ტანსაცმლით, ტრანსპორტითა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად და რომელიც უშუალოდ არ უკავშირდება საომარ მოქმედებებს.
წინა ორ აბზაცში მითითებულ შემთხვევებში, დაცვის ქვეშ მყოფი პირები, რომლებსაც იძულებით ამუშავებენ, სამუშაო პირობებისა და გარანტიების მხრივ, კერძოდ, ანაზღაურების, სამუშაო დღის ხანგრძლივობის, ტანსაცმლისა და აღჭურვილობის, პროფესიული მომზადების, სამუშაოზე უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებებისათვის კომპენსაციის თვალსაზრისით, უთანაბრდებიან ამ სახელმწიფოს მოქალაქე დასაქმებულებს.
ზემოაღნიშნული დებულებების დარღვევის შემთხვევაში დაცვის ქვეშ მყოფ პირებს უფლება აქვთ ისარგებლონ 30-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების უფლები