პირს, რომელსაც უარი ეთქვა გამგზავრებაზე, უფლება ექნება მოითხოვოს ამ უარის გადასინჯვა უმოკლეს ვადაში სასამართლოს ან დამკავებელი სახელმწიფოს მიერ ამ მიზნით დანიშნული შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
მოთხოვნის შემთხვევაში, მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენლებს მიეწოდებათ ინფორმაცია ტერიტორიის დატოვების შესახებ შუამდგომლობაზე უარის თქმის მიზეზების შესახებ და შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში იმ პირთა სახელები, რომელთაც უარი ეთქვათ გამგზავრებაზე, იმ პირობით, რომ ეს არ ეწინააღმდეგება უსაფრთხოების მოსაზრებებს და თუ თავად დაინტერესებული პირები ამას არ ეწინააღმდეგებია