1. მიიღონ მათთვის გამოგზავნილი ინდივიდუალური ან კოლექტიური დახმარება.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიიღონ სამედიცინო დახმარება და იმკურნალონ საავადმყოფოში ისევე, როგორც ამ სახელმწიფოს მოქალაქეებმა.
3. აღასრულონ რელიგიური მოვალეობანი და მიიღონ სულიერი დახმარება თავიანთი აღმსარებლობის სასულიერო პირისაგან.
4. ამ სახელმწიფოს მოქალაქეების მსგავსად გაემგზავრონ იმ რაიონიდან, რომელიც განსაკუთრებულ საომარ საფრთხეში იმყოფება.
5. ისარგებლონ თხუთმეტ წლამდე ასაკის ბავშვების, ორსული ქალებისა და შვიდ წლამდე ასაკის ბავშვების დედების იმავე უპირატესობებით, რომელიც ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს აქვ