იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო, რომლის ხელშიც იმყოფებიან დაცვის ქვეშ მყოფი პირები, წინამდებარე კონვენციაში გათვალისწინებული კონტროლის ზომებს არასაკმარისად მიიჩნევს, მას არ აქვს უფლება გამოიყენოს კონტროლის ისეთი ზომები, რომლებიც უფრო მკაცრია, ვიდრე საცხოვრებელ ადგილზე იძულებითი ყოფნა ან ინტერნირება, 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად.

39-ე მუხლის მეორე აბზაცის დებულებათა გამოყენებისას იმ პირების მიმართ, რომელთაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის გამო მოეთხოვათ თავიანთი საცხოვრებელი ადგილების დატოვება, დამკავებელმა სახელმწიფომ, შეძლებისდაგვარად, ზუსტად უნდა დაიცვას ამ კონვენციის III კარის IV ნაწილით დადგენილი მოპყრობის სტანდარტები.