განკარგულება დაცვის ქვეშ მყოფ პირთა ინტერნირების ან საცხოვრებელ ადგილზე იძულებითი ყოფნის შესახებ შეიძლება გაიცეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს დამკავებელი სახელმწიფოს უსაფრთხოების აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს.

თუ რომელიმე პირი მფარველი სახელმწიფოს წარმომადგენელთა მეშვეობით ნებაყოფლობით ითხოვს ინტერნირებას და მისი პირადი მდგომარეობა ამას აუცილებელს ხდის, სახელმწიფომ, რომლის ხელშიც ის იმყოფება, უნდა დააკმაყოფილოს მისი მოთხოვნა.