მუხლი 32🔗

მაღალი ხელშემკვრელი მხარეები სპეციალურად შეთანხმდებიან, რომ თითოეულ მათგანს ეკრძალება ისეთი ზომების მიღება, რომლებიც მათ ხელისუფლებაში მყოფი დაცვის ქვეშ მყოფი პირებისათვის იწვევს ფიზიკურ ტანჯვას ან სიკვდილს. ეს აკრძალვა ვრცელდება არა მხოლოდ მკვლელობაზე, წამებაზე, ფიზიკურ დასჯაზე, სხეულის დასახიჩრებაზე და სამედიცინო ან სამეცნიერო ცდებზე, რომლებიც არ არის გამოწვეული დაცვის ქვეშ მყოფი პირის მკურნალობის აუცილებლობით, არამედ სამოქალაქო ან სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან ნებისმიერი სახის უხეში ძალადობის აქტებზე