თუ შექმნილი გარემოებების გამო ჩვეულებრივი საფოსტო გზით ოჯახური მიმოწერა გართულებულია ან შეუძლებელია, კონფლიქტის მონაწილე მხარეები მიმართავენ ნეიტრალურ შუამავალს, მაგალითად, 140-ე მუხლში მითითებულ ცენტრალურ სააგენტოს და მასთან კონსულტაციით განსაზღვრავენ, თუ როგორ უზრუნველყონ თავიანთი ვალდებულებების შესრულება მაქსიმალურად ხელსაყრელად, კერძოდ, წითელი ჯვრის (წითელი ნახევარმთვარის, წითელი ლომისა და მზის) ეროვნული საზოგადოებების დახმარებით.
თუ კონფლიქტის მონაწილე მხარეები საჭიროდ ჩათვლიან ოჯახური მიმოწერის შეზღუდვას, ასეთი შეზღუდვები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ სტანდარტული ბლანკების სავალდებულო გამოყენებით, რომლებზეც შეიძლება დაიწეროს ნებისმიერი შინაარსის ოცდახუთი სიტყვა და ასეთი ბლანკების გაგზავნის რაოდენობა განისაზღვროს თვეში ერთი