კონფლიქტის მონაწილე მხარეები ხელს შეუწყობენ აღნიშნული ბავშვების ნეიტრალურ ქვეყანაში მიღებას კონფლიქტის განმავლობაში, მფარველი სახელმწიფოს თანხმობით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ასევე იმ პირობით, რომ დაცული იქნება პირველ აბზაცში მითითებული პრინციპები.

გარდა ამისა, ისინი შეეცდებიან მიიღონ ყველა აუცილებელი ზომა, რათა თორმეტ წლამდე ასაკის ყველა ბავშვის ვინაობა დადგინდეს საიდენტიფიკაციო მედალიონის ტარების ან სხვა ნებისმიერი საშუალები