კონფლიქტის მონაწილე მხარე სახელმწიფოები ყველა სამოქალაქო საავადმყოფოს უზრუნველყოფენ მოწმობით, რომელიც ადასტურებს, რომ ისინი სამოქალაქო საავადმყოფოებია და რომ მათ მიერ დაკავებული შენობები არ გამოიყენება ისეთი მიზნებისათვის, რომლებიც მე-19 მუხლის შესაბამისად იწვევს მათთვის დაცვის ჩამორთმევას.

სამოქალაქო საავადმყოფოები სახელმწიფოს შესაბამისი ნებართვით აღინიშნება მოქმედ ჯარში დაჭრილთა და ავადმყოფთა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ ჟენევის 1949 წლის 12 აგვისტოს კონვენციის 38-ე მუხლით გათვალისწინებული ემბლემით.

კონფლიქტის მონაწილე მხარეები, რამდენადაც ამის საშუალებას სამხედრო მოთხოვნები იძლევა, მიიღებენ ყველა აუცილებელ ზომას, რათა სამოქალაქო საავადმყოფოების აღმნიშვნელი განმასხვავებელი ნიშნები მკაფიოდ ხილული იყოს მოწინააღმდეგის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებისათვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათ წინააღმდეგ ნებისმიერი მტრული მოქმედება.

იმ საშიშროების გათვალისწინებით, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საავადმყოფოების სამხედრო ობიექტებთან სიახლოვის გამო, რეკომენდებულია მათი განლაგება ასეთი ობიექტებისაგან, რაც შეიძლება მოშორები