საომარი მოქმედებების დაწყებისა და მიმდინარეობისას დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ დადონ შეთანხმებები მათ მიერ შექმნილი ზონებისა და ადგილების ურთიერთცნობის შესახებ. ამ მიზნით, მათ შეუძლიათ გამოიყენონ წინამდებარე კონვენციაზე თანდართული შეთანხმების პროექტის დებულებები იმ ცვლილებებით, რომლებსაც ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ.

მფარველი სახელმწიფოები და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი მოწვეულნი იქნებიან კეთილი სამსახურის გასაწევად ასეთი სანიტარიული და უსაფრთხოების ზონებისა და ადგილების შექმნისა და აღიარების გასაადვილებლა