ხელშემკვრელი სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო თანამდებობის პირს, იმ სახელმწიფოს სასამართლოში დაწყებული სამართალწარმოების დასახმარებლად, რომელსაც ის წარმოადგენს, უფლება აქვს, სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ქვეყნის იმ ნაწილში, რომელშიც ის მოღვაწეობს, იძულების გარეშე მოიპოვოს მტკიცებულება მესამე სახელმწიფოს მოქალაქეებისგან, ან იმ სახელმწიფოს მოქალაქეებისგან, რომელშიც მოღვაწეობს, თუ:
a) იმ სახელმწიფოს მიერ დანიშნული კომპეტენტური ორგანო, რომელშიც მოღვაწეობს, მას საერთო ან კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებული ნებართვა მისცა და
b) ის აკმაყოფილებს ამ კომპეტენტური ორგანოს მიერ ნებართვაში განსაზღვრულ პირობებს.
ხელშემკვრელ სახელმწიფოს შეუძლია დეკლარაციით განაცხადოს, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულების მოპოვების უფლება მისი წინასწარი ნებართვის გარეშე იყოს შესაძლებელი.