2. მისასალმებელი იქნება, თუ სხვა მხარეები უზრუნველყოფენ ან გააგრძელებენ ასეთ დახმარებას ნებაყოფლობით საფუძველზე.
3. როგორც გლობალური ძალისხმევის ნაწილი, განვითარებული ქვეყანა მხარეები გააგრძელებენ წამყვანი როლის შესრულებას სხვადასხვა ფართო წყაროებიდან, ინსტრუმენტებიდან და არხებიდან კლიმატთან დაკავშირებული ფინანსების მობილიზებაში, საჯარო ფონდების მნიშვნელოვანი როლის გათვალისწინებით, სხვადასხვა მოქმედებების მეშვეობით, მათ შორის, ქვეყნების მიერ წარმართული სტრატეგიების მხარდაჭერით და განვითარებადი ქვეყანა მხარეების საჭიროებების და პრიორიტეტების მხედველობაში მიღებით. კლიმატთან დაკავშირებული დაფინანსების ასეთი მობილიზაცია უნდა წარმოადგენდეს ადრე არსებულ ძალისხმევებთან დამატებით განხორციელებულ მოქმედებას.
4. უფრო მასშტაბური ფინანსური რესურსების უზრუნველყოფის მიზანი იქნება ადაპტაციასა და შერბილებას შორის ბალანსის მიღწევა, ქვეყნების მიერ წარმართული სტრატეგიების და განვითარებადი ქვეყანა მხარეების საჭიროებების და პრიორიტეტების მხედველობაში მიღებით, განსაკუთრებით იმ ქვეყნების, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმედების მიმართ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან და რომელთა შესაძლებლობებიც მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, როგორებიც არიან ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნები და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოები, ადაპტაციისთვის საჯარო და გრანტებზე დაფუძნებული რესურსების საჭიროების გათვალისწინებით.
5. განვითარებული ქვეყანა მხარეები ორ წელიწადში ერთხელ მოახდენენ ამ მუხლის პირველ და მე-3 პარაგრაფებთან დაკავშირებული აღნიშნული რაოდენობრივი და თვისობრივი ინფორმაციის შეტყობინებას, საჭიროების შესაბამისად, მათ შორის, ხელმისაწვდომობის საფუძველზე, საჯარო ფინანსური რესურსების პროგნოზირებულ დონეს, რაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის. მისასალმებელი იქნება, თუ სხვა მხარეები, რომლებიც გამოყოფენ რესურსებს, ორ წელიწადში ერთხელ მოახდენენ ასეთი ინფორმაციის შეტყობინებას ნებაყოფლობით საფუძველზე.
6. მე-14 მუხლში მოხსენიებული გლობალური შედეგების შეფასება გაითვალისწინებს კლიმატთან დაკავშირებული დაფინანსების მცდელობების შესახებ განვითარებული ქვეყანა მხარეების ან/და ამ შეთანხმების ორგანოების მიერ მიწოდებულ შესაბამის ინფორმაციას.
7. განვითარებული ქვეყანა მხარეები ორ წელიწადში ერთხელ უზრუნველყოფენ გამჭვირვალე და სათანადო ინფორმაციას განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის გაწეული დახმარების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფილი და მობილიზებული იქნება საზოგადოებრივი ღონისძიებების შედეგად, იმ ფორმების, პროცედურების და სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, რომლებსაც მიიღებს მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, თავის პირველ სესიაზე, როგორც დადგენილია მე-13 მუხლის მე-13 პარაგრაფით. მისასალმებელი იქნება, თუ სხვა მხარეები ასევე უზრუნველყოფენ ასეთ ინფორმაციას.
8. კონვენციის ფინანსური მექანიზმი, მათ შორის, მისი საოპერაციო ერთეულები, შეასრულებენ ამ შეთანხმების ფინანსური მექანიზმის ფუნქციას.
9. ამ შეთანხმების მომსახურე ინსტიტუტების, მათ შორის, კონვენციის ფინანსური მექანიზმის საოპერაციო ერთეულების მიზანი იქნება ფინანსურ რესურსებზე ეფექტიანი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის დამტკიცების გამარტივებული პროცედურების და დახმარების გაძლიერებული მზადყოფნის მეშვეობით, განსაკუთრებით ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნებისთვის და მცირე კუნძულოვანი განვითარებადი სახელმწიფოებისთვის, მათი კლიმატთან დაკავშირებული ეროვნული სტრატეგიებისა და გეგმების კონტექსტშ