2. მხარეები, აღნიშნავენ რა ტექნოლოგიების მნიშვნელობას ამ შეთანხმების შესაბამისად შერბილებისა და ადაპტაციის მოქმედებების განსახორციელებლად და აღიარებენ რა ტექნოლოგიების დანერგვის და გავრცელების მიმდინარე მცდელობებს, გააძლიერებენ თანამშრომლობას ტექნოლოგიების განვითარების და გადაცემის სფეროში.

3. ამ კონვენციის ფარგლებში შექმნილი ტექნოლოგიების მექანიზმი მოემსახურება ამ შეთანხმებას.

4. ამ კონვენციით იქმნება ტექნოლოგიების  ჩარჩო, რათა უზრუნველყოფილი იქნეს კომპლექსური სახელმძღვანელო პრინციპები ტექნოლოგიების მექანიზმის მუშაობისთვის, ტექნოლოგიების განვითარების და გადაცემის გაძლიერებული ღონისძიებების ხელშეწყობის და მხარდაჭერის მიმართულებით, ამ შეთანხმების განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, ამ მუხლის პირველი პარაგრაფით განსაზღვრული გრძელვადიანი ხედვის გათვალისწინებით.

5. ინოვაციების დაჩქარება, წახალისება და განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლიმატის ცვლილებაზე ეფექტიანი და გრძელვადიანი გლობალური რეაგირებისთვის და ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის. ასეთი მცდელობა,  საჭიროების მიხედვით, მხარდაჭერილი იქნება კონვენციის ფინანსური მექანიზმის მიერ, მათ შორის, ტექნოლოგიების მექანიზმის და ფინანსური საშუალებების მეშვეობით, კვლევისა და განვითარების მიმართ თანამშრომლობითი მიდგომების უზრუნველყოფისთვის, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობას, კერძოდ, განვითარებად მხარე ქვეყნებში, ტექნოლოგიური ციკლის ადრეულ ეტაპებზე.

6. დახმარება, მათ შორის, ფინანსური დახმარება უზრუნველყოფილი იქნება განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის ამ მუხლის განხორციელების მიზნით, მათ შორის, ტექნოლოგიური ციკლის სხვადასხვა ეტაპებზე ტექნოლოგიების განვითარებასა და გადაცემასთან დაკავშირებით თანამშრომლობითი მოქმედების გაძლიერებისთვის, შერბილების და ადაპტაციის მიზნით გაწეულ დახმარებას შორის ბალანსის მიღწევის მიზნით. მე-14 მუხლით განსაზღვრული გლობალური კრიტიკული შეფასებისას გათვალისწინებული იქნება ხელმისაწვდომი ინფორმაცია განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის ტექნოლოგიების განვითარებასა და გადაცემასთან დაკავშირებით გაწეული დახმარების ძალისხმევების შესახე