2. ზარალის და ზიანის შესახებ ვარშავის საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც დაკავშირებულია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან, დაექვემდებარება მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, უფლებამოსილებას და მის მიერ წარმართვას და შესაძლოა გაფართოვდეს და გაძლიერდეს მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, გადაწყვეტილების შესაბამისად.
3. მხარეები კლიმატის ცვლილების უარყოფითი ზემოქმდებით გამოწვეულ ზარალთან და ზიანთან დაკავშირებით გააძლიერებენ ურთიერთგაგებას, მოქმედებას და მხარდაჭერას, მათ შორის, ვარშავის საერთაშორისო მექანიზმის მეშვეობით, საჭიროების მიხედვით, თანამშრომლობის და ხელშეწყობის საფუძველზე.
4. შესაბამისად, ურთიერთგაგების, მოქმედების და მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის და ხელშეწყობის სფეროები შეიძლება მოიცავდეს:
(a) ადრეული გაფრთხილების სისტემებს;
(b) საგანგებო სიტუაციებისადმი მზადყოფნას;
(c) ნელა მიმდინარე მოვლენებს;
(d) მოვლენებს, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს შეუქცევად და მუდმივ დანაკარგებსა და ზიანს;
(e) რისკის კომპლექსურ შეფასებას და მართვას;
(f) რისკის დაზღვევის საშუალებებს, კლიმატური რისკების „პულინგს“ და დაზღვევის სხვაგვარ გადაწყვეტილებებს;
(g) არაეკონომიკურ დანაკარგებს;
(h) საზოგადოებების, საარსებო წყაროების და ეკოსისტემების მოქნილობას.
5. ვარშავის საერთაშორისო მექანიზმი ითანამშრომლებს ამ შეთანხმების ფარგლებში არსებულ ორგანოებთან და ექსპერტთა ჯგუფებთან, ასევე შეთანხმების მიღმა არსებულ შესაბამის ორგანიზაციებთან და საექსპერტო ორგანოებთა