2. მხარეები, ნებაყოფლობით საფუძველზე თანამშრომლობის მიდგომების განხორციელებისას, რომლებიც მოიცავს საერთაშორისო დონეზე გადაცემად შერბილების შედეგების გამოყენებას ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მიზნებისთვის, ხელს შეუწყობენ მდგრად განვითარებას და უზრუნველყოფენ ეკოლოგიურ მთლიანობას და გამჭვირვალობას, მათ შორის, სამთავრობო დონეზე და გამოიყენებენ აღრიცხვის დახვეწილ სისტემას, რათა უზრუნველყონ, სხვებს შორის, ორმაგი აღრიცხვის თავიდან აცილება, მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, მიერ მიღებული სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად.
3. საერთაშორისო დონეზე გადაცემული შედეგების გამოყენება ამ შეთანხმების შესაბამისად ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის მიზნების მისაღწევად იქნება ნებაყოფლობითი და ნებადართული მხარეების მიერ.
4. დგინდება სათბურის გაზების ემისიების შემცირების მხარდაჭერის და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მექანიზმი, მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, უფლებამოსილების ფარგლებში და ხელმძღვანელობით მხარეების მიერ ნებაყოფლობით საფუძველზე გამოყენებისთვის. მას მონიტორინგს გაუწევს მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, მიერ დადგენილი ორგანო, რომლის მიზანიც იქნება:
(a) სათბურის გაზების ემისიების შემცირება ხელშეწყობა მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად;
(b) სათბურის გაზების ემისიების შემცირებაში მხარეების მიერ უფლებამოსილი საჯარო და კერძო სუბიექტების მონაწილეობის სტიმულირება და ხელშეწყობა;
(c) მასპინძელ მხარე ქვეყანაში ემისიის დონის შემცირების ხელშეწყობა, რომელიც მიიღებს სარგებელს შემარბილებელი საქმიანობით, რაც გამოიწვევს ემისიის შემცირებას, რაც ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა მხარის მიერ მისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესასრულებლად; და
(d) გლობალური ემისიის საერთო შემცირების ხელშეწყობა.
5. ამ მუხლის მე-4 პარაგრაფით განსაზღვრული მექანიზმის შედეგად გამოწვეული ემისიის შემცირება არ იქნება გამოყენებული მასპინძელი ქვეყნის ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის თვალსაზრისით მიღწეული შედეგის დემონსტრირებისთვის, თუ ის გამოყენებული იქნება სხვა მხარის მიერ საკუთარი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შედეგის სადემონსტრაციოდ.
6. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, უზრუნველყოფს, რომ ამ მუხლის მე-4 პარაგრაფით განსაზღვრული მექანიზმის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შედეგად მიღებული მოგების ნაწილი გამოყენებული იქნება ადმინისტრაციული ხარჯებისთვის, ასევე ადაპტაციის ხარჯების დასაფარად იმ განვითარებადი მხარე ქვეყნების დახმარების მიზნით, რომლებიც კლიმატის ცვლილების უარყოფითი შედეგების მიმართ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამოირჩევიან.
7. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, თავის პირველ სესიაზე მიიღებს ამ მუხლის მე-4 პარაგრაფით განსაზღვრული მექანიზმის წესებს, ფორმებს და პროცედურებს.
8. მხარეები აღიარებენ ინტეგრირებული, ერთიანი და დაბალანსებული არასაბაზრო მიდგომების მნიშვნელობას, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მხარეებისთვის მათი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელებისას, მდგრადი განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრის კონტექსტში, კოორდინირებული და ეფექტიანი გზით, მათ შორის და არა მხოლოდ, შერბილების, ადაპტაციის, დაფინანსების, ტექნოლოგიების გადაცემის და შესაძლებლობების შექმნის გზით, საჭიროების შესაბამისად. ამ მიდგომების მიზანი იქნება:
(a) შერბილების და ადაპტაციის კუთხით ამბიციების ხელშეწყობა;
(b) ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელებაში საჯარო და კერძო სექტორის მონაწილეობის გაძლიერება; და
(c) შესაბამის ინსტრუმენტებსა და ინსტიტუციურ ღონისძიებებს შორის კოორდინაციის შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
9. ამ შეთანხმებით დგინდება მდგრადი განვითარების არასაბაზრო მიდგომების ჩარჩო ამ მუხლის მე-8 პარაგრაფით განსაზღვრული არასაბაზრო მიდგომების ხელშესაწყობა