2.  თითოეული მხარე უზრუნველყოფს თანმიმდევრული, ეროვნულ დონეზე განსაზღვრული    წვლილების მომზადებას, შეტყობინებას და წარმოებას,  რომლის მიღწევასაც აპირებს. მხარეები განახორცილებენ შერბილების შიდა ღონისძიებებს ასეთი წვლილის მიზნების მისაღწევად.

3. თითოეული მხარის ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ მომდევნო წვლილში უნდა აისახოს პროგრესი უკვე არსებულ ეროვნულ დონეზე განსაზღვრულ  წვლილთან შედარებით და უმაღლესი შესაძლებელი ამბიცია, ასევე საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობები, განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით.

4. განვითარებულმა ქვეყანა მხარეებმა უნდა  გააგრძელონ წამყვანი როლის შესრულება ეკონომიკის მასშტაბით  ემისიების აბსოლუტური შემცირების მიზნის მისაღწევად. განვითარებადმა  ქვეყანა მხარეებმა უნდა გააგრძელონ  შემცირებისკენ მიმართული ძალისხმევის გაზრდა; მისასალმებელი იქნება, თუ ისინი დროთა განმავლობაში დაისახავენ მთელი ეკონომიკის მასშტაბით ემისიის შემცირების ან შეზღუდვის მიზანს, განსხვავებული ეროვნული გარემოებების გათვალისწინებით.

5. განვითარებადი ქვეყანა მხარეები უზრუნველყოფილი იქნებიან დახმარებით ამ მუხლის განსახორციელებლად, მე-9, მე-10 და მე-11 მუხლების შესაბამისად, იმის გაცნობიერებით, რომ განვითარებადი ქვეყანა მხარეებისთვის დახმარების გაძლიერება  საშუალებას მისცემს მათ  გამოავლინონ უფრო მეტი ამბიცია თავიანთ საქმიანობაში.

6. ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს და მცირე კუნძულოვან განვითარებად სახელმწიფოებს შეუძლიათ მოამზადონ და წარადგინონ სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების  უზრუნველყოფის სტრატეგიები, გეგმები და მოქმედებები მათ ქვეყნებში არსებული კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

7. შერბილების თანასარგებელი, გამოწვეული მხარეების საადაპტაციო მოქმედებებით ან/და ეკონომიკური დივერსიფიკაციის გეგმებით, ხელს შეუწყობს ამ მუხლით განსაზღვრულ შერბილების შედეგებს.

8. ეროვნულ დონეზე განსაზღვრული  წვლილის შეტყობინებისას ყველა მხარემ უნდა უზრუნველყოს ისეთი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სიცხადის, გამჭვირვალობის და ნათლად გაგებისთვის, მხარეთა კონფერენციის 1/CP.21 გადაწყვეტილების, და მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, სხვა ნებისმიერი რელევანტური გადაწყვეტილების შესაბამისად.

9. თითოეული მხარე უზრუნველყოფს საკუთარი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შეტყობინებას ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, მხარეთა კონფერენციის 1/CP.21 გადაწყვეტილების და მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,   სხვა ნებისმიერი რელევანტური გადაწყვეტილების შესაბამისად და ინფორმირებული იქნება მე-14 მუხლით განსაზღვრული გლობალური შედეგების შეფასების შესახებ.

10. მხარეთა კონფერენცია, მოქმედი როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,  თავის პირველ სესიაზე განიხილავს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილებისთვის საერთო დროით ჩარჩოებს.

11.  მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული  წვლილის შეცვლა მისი ამბიციურობის დონის გაძლიერებისთვის, მხართა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა,   მიერ მიღებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად.

12. მხარეების მიერ შეტყობინებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი აღირიცხება საჯარო რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სამდივნო.

13.  მხარეები აწარმოებენ მათი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის აღრიცხვას. ანთროპოგენური ემისიების და მშთანთქმელების აღრიცხვისას, მათი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შესაბამისად, მხარეები ხელს შეუწყობენ ეკოლოგიურ მდგრადობას, გამჭვირვალობას, სიზუსტეს, სისრულეს,  შედარებითობას და თანმიმდევრულობას და უზრუნველყოფენ ორმაგი აღრიცხვის თავიდან აცილებას,  მხარეთა კონფერენციის, მოქმედის როგორც ამ შეთანხმების მხარეთა სხდომა, მიერ მიღებული სახელმძღვანელო ინსტრუქციების შესაბამისად.

14. თავისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის კონტექსტში, ანთროპოგენური ემისიების შემცირებასა და მშთანთქმელებთან დაკავშირებული ღონისძიებების აღიარებისა და განხორციელებისას, მხარეები, საჭიროების შესაბამისად, მხედველობაში მიიღებენ კონვენციის ფარგლებში არსებულ მეთოდებს და სახელმძღვანელო ინსტრუქციებს, ამ მუხლის მე-13 პარაგრაფით განსაზღვრული დებულებების გათვალისწინებით.

15. ამ შეთანხმების განხორციელებისას მხარეები გაითვალისწინებენ იმ განვითარებადი ქვეყანა მხარეების შეშფოთებას, რომელთა ეკონომიკებზეც ყველზე მეტ გავლენას ახდენს რეაგირების ღონისძიებების შედეგები.

16.  მხარეები, მათ შორის, რეგიონული ეკონომიკური ინტეგრაციის ორგანიზაციები და მათი წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც მიაღწიეს ერთობლივი მოქმედების შესახებ შეთანხმებას ამ მუხლის მე-2 პარაგრაფის შესაბამისად, თავისი ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის შეტყობინებისას აცნობებენ სამდივნოს ასეთი შეთანხმების პირობების შესახებ, მათ შორის, ემისიის დონის შესახებ, რომელიც დადგენილია თითოეული მხარისთვის განსაზღვრული დროის განმავლობაში; თავის მხრივ, სამდივნო აცნობებს მხარეებს  და კონვენციის ხელმომწერებს ამ შეთანხმების პირობებს.

17. ასეთი შეთანხმების თითოეული მხარე პასუხისმგებელი იქნება ემისიის იმ დონეზე, რომელიც დადგენილია ამ მუხლის მე-16 პარაგრაფით განსაზღვრული შეთანხმებით, ამ მუხლის მე-13 და მე-14 პარაგრაფების და მე-13 და მე-15 მუხლების შესაბამისად.

18. თუ მხარეები მოქმედებენ ერთობლივად ეკონომიკური ინტეგრაციის  რეგიონული ორგანიზაციის ფარგლებში და მასთან ერთად, და ეს ორგანიზაცია თვითონ არის ამ შეთანხმების მხარე,  ეკონომიკური ინტეგრაციის  რეგიონულ ორგანიზაციის თითოეული წევრი სახელმწიფო ინდივიუდუალურად და ეკონომიკური ინტეგრაციის რეგიონული ორგანიზაციასთან ერთად  პასუხისმგებელი იქნება საკუთარი ემისიის იმ დონეზე, რომელიც დადგენილია ამ მუხლის მე-16 პარაგრაფის შესაბამისად შეტყობინებული შეთანხმებით, ამ მუხლის მე-13 და მე-14 პარაგრაფების და მე-13 და მე-15 მუხლების შესაბამისად.

19. ყველა მხარე განუხრელად ეცდება  დაბალემისიიანი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავებას და შეტყობინებას, მე-2 მუხლის დაცვით, საერთო, მაგრამ დიფერენცირებული პასუხისმგებლობების და შესაბამისი უნარების გათვალისწინებით, განსხვავებული ეროვნული გარემოებების მხედველობაში მიღები